მთავარისიახლეებიპოლიტიკაუზენაესმა სასმართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასმართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

Published on

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს საიტზე http://www.supremecourt.ge/ უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. დიდი პალატა 9 მოსამართლისგან შედგება, რომელიც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ პალატასაც ხელმძღვანელობს; მზია თოდუა; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი; პაატა ქათამაძე; ბესარიონ ალავიძე; მაია ვაჩაძე; ზურაბ ძლიერიშვილი; გიორგი შავლიაშვილი და ეკატერინე გასიტაშვილი, რომელიც დიდი პალატის წინაშე საქმის მომხსენებელია. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს თავდაპირველად სამი მოსამართლისგან, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძისა და ეკატერინე გასიტაშვილისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, თუმცა მათი გადაწყვეტილებით სარჩელი განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. საკასაციო საჩივრით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოდნენ, რომლითაც ”რუსთავი 2”-ის წილები არხის ძველ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანიებს მიაკუთვნეს. 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...