მთავარისიახლეებიპოლიტიკამანფრედ ვებერი: საქართველომ პატივი უნდა სცეს წესებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი...

მანფრედ ვებერი: საქართველომ პატივი უნდა სცეს წესებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი დემოკრატიაში არის თავისუფალი მედია

Published on

რუსთავი 2 და თავისუფალი მედია – ასეთი იყო  იყო ბრიუსელში ვიზიტად მყოფი ენმ-ს წევრების  მიერ გამართული შეხვედრების ძირითადი თემა. 
 
,, საქართველომ პატივი უნდა სცეს წესებს, ერთ-ერთი მთავარი წესი კი თავისუფალი მედიის არსებობაა. – ასეთი განცხადება გააკეთა ერთერთ ასეთ შეხვედრაზე ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერმა მანფრედ ვებერმა-  ევროპის სახალხო პარტია ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სასამართლო პროცესს.''
 
 ვებერი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შემოღებით ქართველებს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი მისცა. ,,ეს არის  ნიშანი იმისა რომ გვსურს პარტნიორობა, ერთად მუშაობა და გვინდა, რომ საქართველო მივიღოთ ევროპულ ოჯახში. მეორეს მხრივ საქართველომ პატივი უნდა სცეს წესებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი დემოკრატიაში არის თავისუფალი მედია, მედიის თავისუფლების პატივისცემა. ამიტომ გამოძიება და სასამართლო პროცესი ძალიან კრიტიკული საკითხია. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ მას თვალს და იმედი გვაქვს საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს თავისუფალი მედიის პრინციპს,'' – განაცხადა მან. 
 
ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბრიუსელში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს საკითხზე მომხსენებელ მარია გაბრიელსაც შეხვდნენ, მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრნენ.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...