მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სამსახურიდან განსხვავებული აზრების გამო დაითხოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი სამსახურიდან განსხვავებული აზრების გამო დაითხოვეს

Published on

იმის საფუძველი, რომ მე აღარ ვარ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, ჩემი განსხვავებული აზრები გახდა “-აცხადებს მესხი.საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ,,მოამბის'' ჟურნალისტი ლაშა მესხი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს სამსახურიდან .
 
მესხის განცხადებით, იგი აღმოჩნდა ერთადერთი იმ ცამეტ თანამშრომელს შორის, რომელთაც ერთი თვის წინათ გაუფორმეს კონტრაქტი და გუშინ ამოეწურათ კონტრაქტის ვადა.
 
მხოლოდ მე აღმოვჩნდი ის ადამიანი, რომელიც ,,კოჰაბიტირებული მენეჯმენტისთვის იყო ხელის შემშლელი'' –   ამბობს ლაშა მესხი, რომელიც თვლის, რომ მისი გათავისუფლება ობიექტური მიზეზის გარეშე მოხდა. – ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად მასზე, არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე.
 
განმარტებები გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
 
გიორგი გვიმრაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ეტაპზე ლაშა მესხთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. იგეგმება თუ არა სხვა თანამშრომლების გათავისუფლება, გიორგი გვიმრაძეს არ დაუკონკრეტებია.  

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...