დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. სამედიცინო დაწესებულებებში სელექციური კონტრაქტირება იწყება და ის ჯერ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება. სელექციური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც წელიწადში, სულ ცოტა, 500 მშობიარეა. "სამედიცინო დაწესებულებების სელექციური კონტრაქტირების ამოცანაა უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე, ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: ინფექციებზე კონტროლის ხარისხს, ახალშობილთა და ორსულთა მოვლას. ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. ამ ქალაქებში უკვე არსებობს 2 ან მეტი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება.
საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამა დღეიდან ამოქმედდება
სიახლეები
სიახლეები
შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....
სიახლეები
13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...
სიახლეები
ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა
"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...
სიახლეები
EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...