მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია- ხვალ გადაწყდება იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება

ნიკა გვარამია- ხვალ გადაწყდება იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება

Published on

"ხვალ გადაწყდება არა მარტი რუსთავი 2-ის ბედი, არამედ ქვეყნის ბედი გრძელვადიან პერსპექტივაში. ხვალ უზენაესი სასამართლო, მისი დიდი პალატა გადაწყვეტს საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება," – რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა.ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საკუთარ თავს პროფესიულად არ დაიმარხავენ და არ დამარხავენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას."ხვალ უზენაესი სასამრთლო მისი დიდი პალატა გადაწყვეტს, საქართველოში იარსებებს თუ არა სიტყვის თავისუფლება, ექნება თუ არა შანსი დემოკრატიას, გახდება თუ არა საქართველო ცივილიზებული ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ ის დაუბრუნდება მის საბჭოთა წარსულს. ხვალ უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტს, ამ ქვეყანას აქვს თუ არა შანსი, რომ ოდესმე მაინც ეღირსოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას," – აცხადებს ნიკა გვარამია.რუსთავი 2 ხვალ უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას აანონსებს. ნიკა გვარამიას თქმით, ხვალ 12:30-დან რუსთავი 2-ს საღამომდე უწყვეტი მაუწყებლობა ექნება.„პირველის ნახევრიდან გაიხსნება ეთერი ყველა მსურველისთვის და იქნება უწყვეტი მაუწყებლობა საღამომდე. ასე იქნება ყოველდღე, ვიდრე უზენაესი სასამრთლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.არხის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი 2-ს რამდენიმე მოთხოვნა აქვს. მისი თქმით, დიდი პალატის შემადგენლობაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იქნებიან განწყობილები.„სამწუხაროდ, პროცესი მიმდინარეობს ჩვენი დასწრების გარეშე და ზეპირი განხილვის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი და სერიოზული დარღვევაა ჩვენი შეფასებით, მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე დარღვევაა იმ ადამინების შემადგენლობაში ყოფნა, ვინც ვერ იქნება მიუკერძოებელი და იქნება განწყობილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ,“ – აცხადებს ნიკა გვარამია.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...