მთავარისიახლეებიპოლიტიკასოსო ოხანაშვილის ინფორმაციით, ის, რომ პატრიარქისთვის ცალკე ოთახის გაკეთებას გეგმავდნენ და მის...

სოსო ოხანაშვილის ინფორმაციით, ის, რომ პატრიარქისთვის ცალკე ოთახის გაკეთებას გეგმავდნენ და მის იზოლირებას, სიმართლეს არ შეესაბამება

Published on

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქისთვის ცალკე ოთახის გაკეთებას გეგმავდნენ და მის იზოლირებას, სიმართლეს არ შეესაბამება.არჩევენის ეთერში მან აღნიშნა, რომ პატრიარქის იზოლირება არ იგეგმებოდა, არამედ სამედიცინო ინსტრუმენტებით აღჭურვილი ოთახი უნდა გაეკეთებინათ.„ეს არ იყო დაცვის ოთახი. ეს იყო ოთახი სამედიცინო თვალსაზრისით,“ – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.მისი თქმით, ექიმების დაჟინებული მოთხოვნით დათანხმდა პატრიარქი სამედიცინო გამოკვლევებს. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძემ შეთავაზა საპატრიარქოს ერთ-ერთ კელიაში სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახის გაკეთება.„მამა გიორგი მამალაძემ, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მოვიდა და მითხრა, რომ ხომ არ სჯობს, საპატრიარქოში ერთ-ერთ კელიაში გავაკეთოთ ოთახი. მე მას აღვჭურავ უახლესი სამედიცინო ტექნიკით და, როდესაც პატრიარქს დასჭირდება, შევიყვანთ იმ ოთახში ექიმების მეთვალყურეობით, რადგან ის ყოველთვის წინააღმდეგია საავადმყოფოში გადაყვანის,“ – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...