მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პატრიოტთა ალიანსმა" პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

“პატრიოტთა ალიანსმა” პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა

Published on

პატრიოტთა ალიანსირიგგარეშე პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. გაცნობოთ, რომ რიგგარეშე სხდომაში ჩვენი ფრქცია არ მიიღებს მონაწილეობას. ჩათვალეთ, რომ ეს არის ბოიკოტი. ამისათვის გვაქვს მთელი რიგი მიზეზები. მე მიმაჩნია, რომ აუცილებელია რიგგარეშე სხდომები ჩაინიშნოს იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს და თქვენი დაპირებაც ეს იყო. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგეს კენჭისყრაზე ეს საკითხი. მეორე, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ნდობის ჯგუფი უნდა უწევდეს მას მონიტორინგს, მაგრამ სად არის ეს თქვენი ნდობის ჯგუფი, მაინტერესებს, რატომ არღვევთ კანონს?! ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს ნდობის ჯგუფში. დღეს გვეუბნებით, რომ დაარღვევთ კანონს, იმის გამო, რომ ახალი ფრაქცია შექმნილანაციონალური მოძრაობისსახით. ამ თემას არეგულირებს კანონი რეგლამენტის სახით, აწ უკვე გაყოფილ ნაცმოძრაობას, თავის დროზე, როცა წარდგენილი ჰყავდა კანდიდატი, ჩვენ დავიცავით რეგლამენტიც და კანონიც და ჩვენი კანდიდატურა ჯერ კიდევ დეკემბერში წარვადგინეთ. ცნობად რატომ არ მიიღეთ? ეს ჩვენ კანონით გვეკუთვნის”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...