მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მე გავოცდი, ეს რომ მოვისმინე, რომ ამოღებული იყო იარაღი".- სოსო ოხანაშვილი

“მე გავოცდი, ეს რომ მოვისმინე, რომ ამოღებული იყო იარაღი”.- სოსო ოხანაშვილი

Published on

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს ჩხრეკასთან დაკავშირებით, „აბსურდულს“ უწოდებს.ამის თაობაზე სოსო ოხანაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, რომ ჩატარებულიყო ჩხრეკა საპატრიარქოში.„რას უნდა გამოეწვია საპატრიარქოში ჩხრეკა? იქ გვაქვს ჩვენი კუთვნილი იარაღი სეიფში ჩაკეტილი, დაცვის თანამშრომლების, დაცვის პოლიციიდან მომაგრებული ტაბელური იარაღები და იქ არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა. ეს იყო გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია და მე გავოცდი, ეს რომ მოვისმინე, რომ ამოღებული იყო იარაღი… რა იარაღი უნდა ამოეღოთ, რაც არ არის? არის ტაბელური იარაღები,“ – აცხადებს სოსო ოხანაშვილი.მისი თქმით, ზოგიერთ სასულიერო პირს აქვს სანადირო თოფი და ამას კანონი არ კრძალავს.რაც შეეხება უკანონო იარაღს, სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მას არ შეხვედრია და თუ შეხვდებოდა, ამას აღკვეთდა. ის აცხადებს, რომ მას მამა გიორგის ხელში იარაღი არასდროს უნახავს.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...