მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-მა რეგიონულ კონფერენციაზე პოლიტსაბჭოს წევრები ხმაურის ფონზე აირჩია

ენმ-მა რეგიონულ კონფერენციაზე პოლიტსაბჭოს წევრები ხმაურის ფონზე აირჩია

Published on

ხმაური, დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა – ეს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაში ხდებოდა დღეს, სადაც რეგიონალური დელეგატები უნდა აერჩიათ. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. კონფერენციაზე ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ ამოიწურა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოჩდნენ. პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე და სამირა ისმაილოვა ზუგდიდში კონფერენციის დასასწრებად ჩამოვიდნენ. მედიასთან კომენტარი მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის, კონკურენციისა და ემოციების მიუხედავად კონფერენცია შედგა, სადაც პოლიტსაბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. დღევანდელ კონფერენციაზე დამსწრეებს სკაიპით ქვეყნის ექს-პრეზიდენტმაც მიმართა. როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. აღნიშნული მიმართვის კადრების გადაღება მედიასაშულებებს წარმომადგენლებს შეხვედრის დახურვის მიზეზით არ მიეცათ. საბოლოოდ, რეგიონულ კონფერენციაზე სულ 8 პოლიტსაბჭოს წევრი აირჩიეს. ზუგდიდიდან აირჩიეს ალექსანდრე ქობალია და ლევან კონჯარია,  ხობიდან ია ჯიშკარიანი, მარტვილიდან ზაალ გოროზია. ჩხოროწყუდან რამაზ გულუა, წალენჯიხიდან ავთანდილ გაბელია, ფოთიდან დარეჯან ცხვიტარია. სენაკიდან ლაშა კუჭავა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...