მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი ალასანია ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა

ირაკლი ალასანია ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა

Published on

ირაკლი ალასანია ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა, – ამის შესახებ ალასანიამ ექსკლუზიურად ბიზნესკონტრაქტს განუცხადა. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა კერძო სექტორში გადაინაცვლა და საკონსულტაციო კომპანიის უფროსი პარტნიორია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს უწევს კონსულტაციას. 

SPConsulting-ის მთავარი ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს, კომპანია უკვე 35 წელია მსოფლიოს წამყვან კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას, – მის კლიენტებს შორის არის ჯანდაცვის, ტექნოლოგიის და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, – მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორიცაა aLLY, American Academy of Physician Assistants, Africare, Gullup, ISLP, United Nations Foundation. 

ირაკლი ალასანიას, როგორც უფროსი პარტნიორის მოვალეობებში შედის კლიენტებისთვის სტრატეგიის შემუშავება, გუნდის შექმნა და სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე გადაწყვეტის გზის შემუშავება.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...