მთავარისიახლეებისაზოგადოება1924 წელი, 1 სექტემბერი - სენაკის მაზრაში აჯანყებულთა მხრიდან დაღუპული გმირები

1924 წელი, 1 სექტემბერი – სენაკის მაზრაში აჯანყებულთა მხრიდან დაღუპული გმირები

Published on

,,თქვენს მიერ გამოქვეყნებულ 1924 წ. დახვრეტილთა სიაში არ წერია ალექსანდრე ხიტუს ძე ჩიქავა, რომელიც იყო სოფ. შამგონიდან. 
იყო დამფუძნებელთა კრების წევრი, ხელს აწერს დამოუკიდებლობის აქტზე,იყო აჯანყების ერთერთი ორგანიზატორი. 
მისი დის გადმოცემიდან ვიცით რომ, ის სხვა აჯანყების ორგანიზატორებთან ერთად ვაგონში ჩაამწყვდიეს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. ''- ასეთი წერილი მიიღო ,,ოდიში ნიუსმა'' ელგუჯა არდიასაგან, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ –  საქართველოს დამოუკიდელობისათვის გაღებული თითოეული სიცოცხლე ერის სიცოცხლის გარანტი და მამოძრავებელი ძალაა და უნდა გვახსოვდეს ყველა – მსხვერპლიცა და ჯალათიც, რომ სწორი ორიენტირები გვქონდეს  ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვისა და შეარჩუნებისათვის. 
 
როგორც პუბლიკაციაში აღვნიშნეთ, სიები არ არის სრული, ჩვენ გამოვაქვეყნეთ 1924 წლის 3 და 13 სექტემბერს სენაკის მაზრაში დახვრეტილი ვაჟკაცების სია, რომელიც თან ერთვის ისტორიკოს ლევან ჯიქიას წიგნს ,, 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში''.  აქედან გამომდინარე, როგორც მოსალოდნელი იყო,  ბევრმა ვერ იპოვა მათში თავისი ახლობელი, ვინც ამ აჯანყებას შეეწირა. არსებობს სხვა სიებიც,რომელთაც მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით ნაწილ – ნაწილ გამოვაქვეყნენთ, თუმცა არც ეს არის გარანტი იმისა, რომ სიებს მიღმა არ დარჩება ბევრი სხვაც. ამიტომ ჩვენი ვალია არ დავეყრდნოთ მარტოდენ საარქივო მასალებს  და ვეცადოთ  შევავსოთ ეს სიები, რომ არავინ მიეცეს დავიწყებას.
 დღეს დამატებით ვაქვეყნებთ დასახელებულ ნაშრომში მოყვანილ კიდევ ერთ სიას, რომელშიც აღნუსხული არიან  ბოლშევიკურ რეჟიმთან, საქართველოს თავისუფლებისათვის სენაკის მაზრაში გამართულ  ბრძოლაში დაღუპული აჯანყებულები.
 
1924 წლის  1 სექტემბერს აჯანყებულთა მხრიდან დაიღუპნენ:
ბაგრატ ბეგლარის ძე ჟვანია,
გიორგი დიმიტრის ძე ბერულავა,
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ფარცანია,
ტერენტი ზურაბის ძე გაბუნია,
მიხეილ გერასიმეს ძე ხუხია,
პართენ ფილიპეს ძე კემულარია,
ნიკოლოზ ტარიელის ძე ჩიქოვანი,
აკაკი ბიქტორის ძე მონიავა,
ილარიონ ტატუზოს ძე დაჟემია,
ხუხუ თომას ძე ელიავა,
იპოლიტე ნესტორის ძე ბარამია,
გიორგი გუჯუს ძე გაბუნია,
კიწი ივანეს ძე ფაღავა,
პავლე გიორგის ძე გაბუნია,
ივანე გრიგოლის ძე ფაღავა,
ბაგრატ ტუტუს ძე ხაინდრავა,
ფომი ტარასის ძე გაბუნია,
ილია ისიდორეს ძე ანჯაფარიძე,
რაჟდენ პავლეს ძე ყურუა,
პორფირე პავლეს ძე ხურცილავა,
ძიკი თედოს ძე გარდავა,
დიანოზ ქვარცხავა,
ტარას შარტავა,
ალეqსი სიმონის ძე წულეისკირი,
გოჯე კაბანოს ძე ჩიჩუა,
ჩიჩუ (ნიკო) ლაზარეს ძე გვასალია,
შალვა (შალიკო) კაბანოს ძე ჩიჩუა,
კოკი გრიგოლის ძე დადიანი,
მატუშა ანდროს ძე ქაჯაია,
უტუ ჯათუს ძე ბეჭვაია,
პარმენ იოანეს ძე კოკაია,
თადა პეტრეს ძე რატიანი,
მიხეილ ქიშვარდის ძე ფიჩხაია,
პორფირე ქიშვარდის ძე ფიჩხაია,
ესტატე კვაშილავა,
სიმონ ბერულავა,
ესტატე (სიმონ) აროსიანი,
მელენტი გიგოს ძე ჩაჩიბაია,
ნიკოლოზ (ნიკო) პავლეს ძე გვასალია,
იპოლიტე ნესტორის ძე ბარამია,
ბესარიონ თანაფიეს ძე პინტურია,
იროდიონ ერასტოს ძე გოგინავა,
ბარნაბა თეიმურაზის ძე წითლიძე,
მიხეილ კონსტანტინეს ძე კეკელია,
ბიქტორ კონსტანტინეს ძე კეკელია,
ალექსანდრე ბესარიონის ძე კარტოზია,
ფედე გერასიმეს ძე გაბუნია,
ლევან გვაჩის ძე კვარაცხელია
 
(გაზეთი. `სრულიად არასაიდუმლოდ~, თბილისი, 1997, №2). 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...