მთავარისიახლეებისაზოგადოება„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

Published on

„აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 თებერვლიდან დაიწყება, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ. 

მათივე ინფორმაციით, ბილეთების ყიდვა მსურველებს biletebi.ge-სა და tkt.ge-ს ონლაინ-სერვისების მეშვეობით შეეძლება.
„აეროსმიტის“ კონცერტი შეკვეთილში, Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20 მაისს გაიმართება.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტის ბილეთების ღირებულება 50 ლარიდან იწყება, რაც უპრეცედენტოდ დაბალი ფასია იმ ქვეყნებს შორის, სადაც „აეროსმიტს“ წელს 18 კონცერტის გამართვა აქვს დაგეგმილი. ინფორმაციისთვის: ამ ტურნეს ფარგლებში ყველაზე დაბალი ფასი, საქართველოს შემდეგ ქალაქ ბარსელონაში 171 ლარის ექვივალენტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოში „აეროსმიტის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ბილეთების ღირებულება იქნება 40 ლარი, Black Sea Arena-ს მესამე სექცია ეღირება 50 ლარი, მეორე სექცია – 100 ლარი, ხოლო პირველი სექცია – 200 ლარი.

სცენის მიმდებარედ დასადგომი ბილეთის (გოლდენ რინგის) შეძენა შესაძლებელი იქნება 70 ლარად, ხოლო „VIP ზონის“ ბილეთის ღირებულება 400 ლარი იქნება.

მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით biletebi.ge-ზე მხოლოდ გოლდენ რინგის (ფეხზე დასადგომი) ბილეთები გაიყიდება, ხოლო tkt.ge მხოლოდ დასაჯდომ ბილეთებს გამოიტანს გასაყიდად. 

გასაყიდი და გაყიდული ბილეთების სტატისტიკის ნახვა მსურველს ორივე საიტზე შეეძლება, ასევე ლინკის მეშვეობით მარტივად იქნება შესაძლებელი ერთი საიტიდან მეორეზე გადასვლა შესაბამისი ბილეთის შესაძენად“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...