“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გარე ვაჭრობის რეგულირების წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა

0
446
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგნილების პროექტზე, სადაც წერია:’აუცილებელია, რომ დადგენილებით განისაზღვროს იმ ქუჩებისა და ადგილების ჩამონათვალი, სადაც დასაშვები და აკრძალული იქნება გარევაჭრობა, ჩამონათვალი თან უნდა ერთვოდეს დადგენილებას დანართის სახით – აღნიშნული ჩამონათვალის განსაზღვრა მნიშვნელოვანია, რათა დაინტერესებულ პირს წინასწარვე ჰქონდეს ინფორმაცია გარევაჭრობისთვის ნებადართული და აკრძალული ადგილების შესახებ;დადგენილების პროექტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვარს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რაც უნდა წარადგინოს დაინტერესებულმა პირმა გარევაჭრობის ნებათვის მისაღებად, მათ შორის არის “განმარტებითი ბარათი”, თუმცა არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა მოიცავდეს “განმარტებითი ბარათი”. ვფიქრობ, რომ აუცილებელია დადგენილებას დანართის სახით თან დაერთოს “განმარტებითი ბარათის” ნიმუში;ასევე უნდა დაზუსტდეს, თუ რა ვადაში გაიცემა ნებართვა გარევაჭრობაზე, ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმ 10 დღიანი განხილვა გარევაჭრობის ნებართვის გასაცემად გონივრული პერიოდია – დადგენილების პროექტში კი რაიმე სახის ვადა არ არის განსაზღვრული, ასევე უნდა განისაზღვროს პროცედურები, თუ მუნიციპალიტეტმა 10 დღის ვადაში მოქალაქის მოთხოვნას დასაბუთებული პასუხი არ გასცა;დადგენილების პროექტის განხილვისას საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ გარევაჭრობისათვის დაწესდება მოსაკრებელი – აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის დადგენილებაში ასახვა, ასევე დადგენილებაშივე უნდა დაზუსტდეს მოსაკრებლის მოცულობა და მისი გადახდის ვადები;დადგენილების პროექტის თანახმად, “გარევაჭრობა დასაშვებია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ნებართვით”, მიგვაჩნია, რომ გარევაჭრობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, უპირველესად, შესწავლილ უნდა იქნეს ზუგდიდის მერიის “სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის” სამსახურის მიერ და შემდგომში გადაეცეს იგი მერს დასამტკიცებლად, რათა გარევაჭრობისათვის დაინტერესებული პირის მიერ მოსაწყობის ჯიხური თუ სხვა რაიმე ტიპის კონსტრუქცია შესაბამისობაში იყო ქალაქის იერ-სახესთან და ურბანულ გარემოსთან;ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარემოვაჭრობის ნებართვის გაცემისას ნებართვის მიღების უპირატესი უფლება მიენიჭოთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე წლებია, ეწევიან გარევაჭრობას ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, რისთვისაც აუცილებელია დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედებმდე გარემოვაჭრე პირთა შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და დამუშავება.მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში საკრებულოს დადგენილება “ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ” იქნება უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტისა და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული.
წინა სტატიაპრეზიდენტ სააკაშვილის სამძიმარი მაია ასათიანს
შემდეგი სტატიაგადაცემა თეზისი ვსაუბრობთ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრზე The thesis of the program talking about Zugdidi Shalva Dadiani State Drama Theatre
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური