მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ,,ციანიდის საქმესთან'' დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ,,ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია

Published on

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ გერმანიიდან ჩამობრძანებულ  პატრიარქს შეხვდა  და შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტი დღეს საპატრიარქოს  ესტუმრებოდა.
 
პრეზიდენტი დღეს  ერთ საათზე მეტხანს იმყოფებოდა საპატრიარქოში. მის სეხვედრას პატრიარქთან  ესწრებოდნენ  სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, საპატრიარქოს მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი, ასევე გორისა და გარეჯის მიტროპოლიტი მამა ანდრია გვაზავა.
 
პრეზიდენტმა უკვე დატოვა საპატრიარქოს შენობა და  კომენტარები გააკეთა მედიისათვის. მისი  თქმით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულობის პრეზუმცია დარღვეულია.
 
"დღეს არის ვითარება, როდესაც ერთი მხარე, რომლის თაობაზე კომენტარს აკეთებენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამართალდამცავები, არის შეზღუდული თავისი პოზიციის დაფიქსირებაში. ესეთი რამე შესაძლებელია მოხდეს, მაგრამ მაშინ ეს საკითხი არ უნდა იყოს საჯარო განხილვის საკითხი, როდესაც მთელი ქვეყანა საუბრობს ამ საქმეზე და მეორე მხარეს, თუნდაც თავისი წილი დანაშულის ან უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა არ აქვს, ეს არის შეჯიბრებითობის და უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა,. მე გამოძიების დეტალებში არ შევდივარ, არ ვარ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, არც მოსამართლე, მაგრამ პოლიტიკურად მოგახსენებთ, რომ ეს არის არაჯანმრთელი სიტუაცია, როდესაც ერთი ხმარე საუბრობს და მეორეს არ აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. მამა გიორგის და მის ადვოკატებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავისი სიმართლე გააცნონ საზოგადოებას, დააფიქსირონ, ამტკიცონ სიმართლე, ან სიმართლის თავიანთი  ვერსია, ჩვენ სამართალდამცავ სტრუქტურებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავისი საქმე აკეთონ, პოლიტიკური ჩარევების გარეშე და ამ პროცესის ღიაობით, გამჭვირვალობით, შეჯიბრებითობით გადავლახავთ არსებულ სირთულეს და მივალთ ჭეშმარიტ პასუხებამდე – განაცხადა პრეზიდენტმა “- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად არის პატრიარქი ინფორმირებული საპატრიარქოსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პატრიარქი ჩართულია ყველა რთული საკითხის განხილვაში.
 
მარგველაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სინოდის ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მიმდინარეობს დიალოგი, რომლის დროსაც პატრიარქი ყველა მხრიდან ინფორმაციას იღებს.
 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...