ორშაბათს, 20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში ბრუნდება.- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით დაბრუნდება და თბილისის აეროპორტში, დაახლოებით 18:00 საათზე იქნება.
პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.
დღს დილით მედიისთვის განცხადება გააკეთა ბერლინის კლინიკის ექიმმა მარტინ შტრიკმა. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარები გააკეთა ასევე ბერლინსი მყოფმა მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილმა) .
„მთავრდება სარეაბილიტაციო პერიოდი და პატრიარქი ორშაბათს საქართველოში გაემგზავრება“, – განაცხადა მან.