„სმარტი” სავაჭრო ობიექტებს ხურავს და ოპერირებას „კარფური” იწყებს

0
395
„ვისოლ ჯგუფში" შემავალი, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ობიექტებს ხურავს. როგორც „კომერსანტს" სადისტრიბუციო კომპანიებში კონფიდენციალურად განუცხადეს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ რითეილს გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რაც ობიექტების დახურვის მთავარი მიზეზი ხდება. „კომერსანტის" ინფორმაციით იხურება „სმარტის" გლდანის და ვაზისუბნის ფილიალები, ასევე რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილ შენობაში განთავსებული სუპერმარკეტი. ჩვენივე ინფორმაციით, სამივე ობიქტზე ოპერირებას „კარფური" იწყებს. სავაჭრო ობიექტების დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას „კომერსანტი" „ვისოლ ჯგუფში" შეეცადა. კომპანიაში „სმარტის" ვაზისუბნისა და რუსთაველის ფილიალების დახურვა კატეგორიულად უარყვეს. რაც შეეხება „სმარტის" გლდანის ფილიალს, კომპანიაში მისი დახურვა დაგვიდასტურეს და განაცხადეს, რომ ობიექტზე ოპერირებას „კარფური დაიწყებს „რუსთაველის და ვაზისუბნის ობიექტებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შეეხება გლდანის „სმარტს", ჩვენ 2016 წელს მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ განვავითარით საშუალო ფორმატის მაღაზიები, დღესდღეობით „სმარტის" ქსელის 60% ისედაც ასეთი ფორმატის სუპერმარკეტები არის და მომავალში ქსელის განვითარებას „ვისოლის" ავტოგასამართ სადგურბზე და სხვაგანაც მხოლოდ საშუალო ფორმატში ვგეგმავთ. რაც შეეხება გლდანს, ის ჩვენს ქსელში ყველაზე დიდი სუპერმარკეტია და ვინაიდან ეს ჩვენი ნიშა არ არის, გადავწყვიტეთ, რომ ამ სავაჭრო ცენტრში, რომელიც ჩვენი ჯგუფის მფლობელობაშია, ფართი სხვა ოპერატორს მივაქირაოთ. ეს ოპერატორი კი „კარფურია", – განუცხადეს „კომესანტს" „ვისოლ ჯგუფში". შეგახსენებთ, "ვისოლ ჯგუფი" საცალო ვაჭრობის ბაზარზე 2010 წელს, "სმარტის" სახით შემოვიდა. დღეს ქსელი 16 სუპერმარკეტის სახითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება კონკრეტულად ზემოთჩამოთვლილ ობიექტებს, ყველა სამივე დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა. „სმარტის" გლდანის ფილიალი 2015 წლის დეკემბრის ბოლოს გაიხსნა. 2 500 კვადრარული მეტრის ფართობზე „სმარტთან" ერთად განთავსებულია "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები და "ვისოლის" ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. იქ 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 2011 წლის აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა „სმარტის" ვაზისუბნის ფილიალი. სავაჭრო ობიექტი 2 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. როგორც სავაჭრო ცენტრის გახსნისას აღინიშნა, ობიექტზე დაახლოებით 150-მდე ადამიანია დასაქმდა. რუსთაველის გამზირზე, ფოსტის ყოფილი შენობის პირველ სართულზე კი „სმარტი" 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა. როგორც ობიექტის გახსნისას განაცხადეს, სავაჭრო ქსელში 223 ადამიანი დასაქმდა.

 

 

 
წინა სტატიაპატრიარქის მოწამვლის მცდელობის ოფიციალურ ვერსია და საზოგადოების შეფასებები
შემდეგი სტატია,,სამშობლოში გაფრენამდე მას კიდევ რამდენიმე დღით ჰოსპიტალში დავტოვებთ ”- ქირურგი ოპერაციის შემდეგ პატრიარქის მდგომარეობით კმაყოფილია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური