მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიის ფედერალური მიწების პირველი პირები მიგრანტთა დაჩქარებული დეპორტაციის გეგმაზე შეთანხმდნენ

გერმანიის ფედერალური მიწების პირველი პირები მიგრანტთა დაჩქარებული დეპორტაციის გეგმაზე შეთანხმდნენ

Published on

 

გერმანიის ფედერალური მიწების პირველი პირები  მიგრანტთა დაჩქარებული დეპორტაციის გეგმაზე შეთანხმდნენ, გეგმა წარმოადგენს ნაწილს  პროგრამისაა ”ღია კარი”, რომელუიც  ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა. კანცლერი დარწმუნებულია, რომ იძულებითი დეპორტაციის გარეშე არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება.
 
”ჩვენ სერიოზულ ფსონს ვდებთ, რომ ხალხმა ევროპა დატოვოს მოხალისეობრივად. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ მოხალისეობრივი მექანიზმი არ იმუშავებს იძულებითი დეპორტაციის გარეშე.”- აცხადებს ანგელა მერკელი.
 
დეპორტაცია მოხდება გამარტივებული სქემით და შეეხება მხოლოდ იმ არალეგალებს, რომელნიც ვერ აკმაყოფილებენ გერმანიაში  დევნილის სატატუსის მიღებისათვის აუცილებელ პირობებს. ეს დააჩქარებს და გაამარტივებს იმ ადამიანების დეპორტაციასაც, რომელნიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის.   
ამ კატეგორიების დევნილებს დეპორტაციამდე 4-10 დღით შეკრებენ სპეციალურ ცენტრებში.  ასეთი ძირითადი ცენტრი გაიხსნება პოტსდამში 
ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიყოფა 40 მილიონი ევრო.
 
 



 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...