მთავარისიახლეებიპოლიტიკაუჩა ნანუაშვილს იმედი აქვს, რომ რუსთავი2-ის საქმე დადებითად გადაწყდება და თავისუფალ...

უჩა ნანუაშვილს იმედი აქვს, რომ რუსთავი2-ის საქმე დადებითად გადაწყდება და თავისუფალ მედიას პრობლემა არ შეექმნება

Published on

"რუსთავი 2"-ის საქმის მიმდინარეობის დროს ხარვეზები ნამდვილად იყო სასამართლოში, იმედი მაქვს, რომ ხარვეზები, რომელიც რამდენჯერმე დაფიქსირდა, იქნება გამოსწორებული და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ რეალურად, საქართველოში თავისუფალ მედიას პრობლემა არ შეექმნება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "რუსთავი 2"-ის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჩანდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რიგ შემთხვევებში, არ იყო დასაბუთებული და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული მხარის ინტერესებს გამოხატავდა. "ზოგადად, ის რომ სასამართლო სისტემაში არის პრობლემები, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ და ამ მხრივ, გარკვეული გამოწვევები ნამდვილად არსებობს. "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვთქვით, რომ იყო კონკრეტული საკითხები, სადაც ჩანდა რომ სასამართლო იყო ერთგვარად დაინტერესებული და შეიძლება ითქვას, რომ მათი გადაწყვეტილებები რიგ შემთხვევებში არ იყო დასაბუთებული, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ გარკვეულწილად, კონკრეტული მხარის ინტერესებს გამოხატავდა, ჩვენ უნდა ავიცილოთ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოო ჯამში დასრულდება ისე, რომ საზოგადოებას კვლავ დარჩება კითხვის ნიშნები სასამართლოს მიუმხრობლობასთან დაკავშირებით", – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...