რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, მიუხედავად საჰაერო თავდაცვის სისტემის აქტიური მოქმედებისა, ქალაქში არსებობს დაზიანებები, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე – ტექნიკური მომსახურების სადგურსა და მსუბუქ ავტომობილებზე.
დარტყმის შედეგად, ახლადაშენებული კორპუსის მიმდებარედ, დაცვის ოთახში ხანძარი გაჩნდა.
სამწუხაროდ, დაცვაში მყოფი ერთი პირი დაიღუპა, — აღნიშნა კიპერმა.
ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დანგრეულია 10 ავტოფარეხი, ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ტექნიკური მომსახურების სადგურის ტერიტორიაზე მდებარეობს, და სამშენებლო ვაგონები.
“მოვლენების ადგილებზე გაჩნდა ხანძრები, რომელმაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები გაანადგურა, დაიწვა ავტობუსებიც. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა”, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული განყოფილების პრესსამსახურში.