მთავარისიახლეებიმოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა - ISSA

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

Published on

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (72%); ასევე, ყველა ქვეჯგუფის უმრავლესობა, ქ/ოცნების ამომრჩევლების გარდა.

კერძოდ, თბილისელების 83% თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რეგიონებში – 68%, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 89%, ხოლო ქართული ოცნების ამომრჩევლების – 49%.

კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ ოცნებას ასახელებს. ქართული ოცნების ამომრჩევლები კი, პოლიტიკური კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებენ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა – სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა.

შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი – 71%. რაც შეეხება შერჩევის მეთოდს – კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით.

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...