მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს წყდება რუსთავი 2-ის ბედი და იარსებებს თუ არა პლურალისტული მედია-აცხადებენ საპროტესტო...

დღეს წყდება რუსთავი 2-ის ბედი და იარსებებს თუ არა პლურალისტული მედია-აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები

Published on

 უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები შეკრებილებს მიმართავენ.
 
“შვილიშვილებისათვის ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ადგილი, სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ თავისუფლად იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ქვეყანაში ძალიან უხვად არის. ქვეყნის ხელისუფლება როდესაც დაუფარავად კორუფციულ გარიგებაში შედის კონკრეტულ მოსამართლესთან, რათა მან გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამის მიუხედავად, ხელისუფლება ხმას არ იღებს, არცერთ დონეზე და მეტიც პირი აქვს შეკრული და შეთანხმებულად მოქმედებს, რომ თავისუფალი აზრი და სიტყვა ჩაახშოს ამ ქვეყანაში, უკანასკნელი ბასტიონი რუსთავი 2 წააქციოს, რა გამოსავალი რჩება ამ ქვეყანაში. საზოგადოება ასეთ შემთხვევაში იწყებს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების ხმამაღლა დამოკიდებულებას, მშვიდობიანი მანიფესტაციის აზრით,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ.
 
საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ბაჩუკი ქარდავას თქმით, სიტყვის თავისუფლება არის დემოკრატიის უმთავრესი საფუძველი და ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მზადყოფნის რეჟიმში.
 
პარტია რეფორმატორების თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი აღნიშნავს, რომ დღეს წყდება რუსთავი 2-ის ბედი და იარსებებს თუ არა პლურალისტული მედია.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...