მთავარისიახლეებიპოლიტიკაომბუდსმენმა არ იცის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით ფსოუდან ვიზის გარეშე გადაადგილების...

ომბუდსმენმა არ იცის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით ფსოუდან ვიზის გარეშე გადაადგილების აკრძალვა აფხაზეთის მოსახლეობაზე არ ვრცელდება?

Published on

სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციით გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა არსებული შეზღუდვებით ზარალდება.
 
ომბუდსმენის რეკომენდაციის მიხედვით, პირი, რომელიც დაარღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, მას მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს და არა სისხლის სამართლის.
 
უჩა ნანუაშვილის მიიჩნევს, რომ უნდა დაწესდეს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მეწარმეებისთვის.
 
"საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა ზარალდება იმ შეზღუდვებით, რომელსაც აწესებს ეს კანონი. მსგავსი კანონი მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, თუმცა იქ სპეციალური ჩანაწერებია იმისთვის, რომ მოსახლეობის უფლებები იყოს დაცული", – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
 
ომბუდსმენმა ან არ იცის  რომ ეს კანონი  ვრცელდება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და არამც და არამც აფხაზებს, რომელნიც აფხაზეთში ცხოვრობენ და, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა შესაბამისი პასპორტი, საქართველოს მოქალაქეები არიან, ან ხელისუფლების სახიფათო ტამაშებშია ჩართული. ერტიცა დამეორეს ფრიად შეუფერებელია ომბუდსმდენისთვის. 
 
შეგახსენებთ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო, თუმცა 3 წლის წინ საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ პირველი მოსმენით განიხილეს. ინიცირებული პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოში კანონდარღვევით პირველად შემოსვლისას, პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...