მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ცდილობს პატრიარქის შემცვლელად მისთვის სანდო ადამიანი მოძებნოს - რატომ...

ივანიშვილი ცდილობს პატრიარქის შემცვლელად მისთვის სანდო ადამიანი მოძებნოს – რატომ გაიწირა მეუფე სერაფიმე ჯოჯუა?

Published on

„ქრონიკა პლუს“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, „მეტრონომთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ფარულ ვიდეო ჩანაწერში, რომლის არსებობა ნიკა გვარამიამ გაახმაურა, ბიძინა  ივანიშვილი პატრიარქის შემცვლელის კანდიდატზე ლაპარაკობს.  
ელისო კილაძის  თქმით, სწორედ ამას უკავშირდება პროვოკაცია, რომელიც სუს-მა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას  მოუწყო. 
 
,,დეტალურად გამოვაქვეყნებ ყველა იმ მასალას, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას პასუხს გასცემს. მეუფის წინააღმდეგ შანტაჟი სუს-ის მაღალჩინოსანმა იოსებ გოგაშვილმა განახორციელა, რომელშიც საკმაოდ კარგად მისი ხელქვეითი გურამ ჩადუნელი დაეხმარა. სწორედ ამ ჩადუნელის ახლო ნათესავია გოგონა, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.  
 
საპატრიარქოს საკითხი პირად კონტროლზე  აქვს აყვანილი სოსო გოგაშვილს, ის არის საპატრიარქოში მიმდინარე ყველა მოვლენის, პირველ რიგში, პატრიარქის მომხრე სასულირო პირების წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის დამგეგმავი და გამხორცილებელი. – აცხადებს ელისო კილაძე. მისი თქმით, ეს ყველაფერი ხორციელდება თავად გომელაურის დავალებით და გოგონა მეუფე სერაფიმესთან მის მიერ არის მიგზავნილი. 
 
კითხვაზე არის თუ არა ამაში ჩართული ბიძინა ივანიშვილი, რა არის ამ პროვოკაციის  მთავარი ამოცანა და  რატომ და ვისთვის გახდა სერაფიმე ჯოჯუა მიუღებელი, ჟურნალისტი ამბობს, რომ ,,ეს არის მცდელობა, რომ ამ რეგიონში სუს-მა თავისი გავლენები გააძლიეროს და ეკლესიაში პირადი აგენტები ჰყავდეს. სერაფიმე ჯოჯუა როგორც აღმოჩნდა, ამაში ხელს უშლიდა და ის ასევე ძალიან კარგი კანდიდატურა იყო, რომელიც შესაძლოა პატრიარქის შემცვლელი გამხდარიყო.
ის ბორჯომში საკამოდ დიდი გავლენით სარგებლობდა და მისი დისკრედიტაცია განახორციელეს. გოგაშვილი ბორჯომში ჯოჯუას ადგილზე საკუთარი ცოლის ნათესავის სურამში მოღვაწე სერაფიმე სვიმონის დანიშვნას აპირებს.
რეალურად ბრძოლა პატრიარქის მემკვიდრეობისთვის დაიწყო, რასაც  სერაფიმე ჯოჯუა შეეწირა. მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიაში ამით არ დამთავრდება, მსგავსი ფაქტი არც პირველია და არც უკანასკნელი. ივანიშვილი ცდილობს პატრიარქის შემცვლელი, სანდო ადამიანი მოძებნოს, რადგანაც ეკლესიას ჩვენს საზოგადოებაში დიდი გავლენა აქვს.- ნათქვამია ინტერვიუში.
 
ელისო კილაძე ამბობს, რომ  ამის მტკიცებულებებს ძალიან მალე გამოაქვეყნებს.
 

სიახლეები

გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ

გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ. 2-კვირიანი ტრენინგები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიარეს - ინფორმაციას „ქართლის...

“ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” “საქართველოს უნივერსიტეტს” უჩივლა – ითხოვენ ქონების დაყადაღებას

"ტექნიკური უნივერსიტეტის" ხელმძღვანელმა, "საქართველოს უნივერსიტეტს" პროკურატურაში უჩივლა - დავით გურგენიძე გიორგი გვარაკიძის უწყებისგან ითხოვს,...

ექიმებმა, ფულის სანაცვლოდ, შშმ სტატუსის ყალბი მოწმობები დაამზადეს -დაკავებულია სამი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა...

რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონის 40 წლიანი იჯარით გადაცემა ძალაში დატოვა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბალდის კანიონი 40 წლით...