მოშიმშილე ტარიელ ქობალიამ, რომელიც, დღეს თავის დაწვით იმუქრებოდა, შიმშილობა შეწყვიტა დადიანების კარის ეკლესიის მღვდლის მამა მალხაზ ჭანტურიას რჩევით. «მე მორწმუნე ადამიანი ვარ. მამაომ მთხოვა, შიმშილობა შემეწყვიტა, გადავიფიქრე ავზაკური განზრახვაც.მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს მოვიდეს დევნილებთან და ხალხის ამბავი გაიგოს, როგორ ცხოვრობენ და რა პირობებში იმყოფებიან. ჩვენ ქალაქის მაჟორიტარი დაგვპირდა, რომ ორშაბათს კომისია ჩამოვა და შეისწავლის ჩვენს მდგომარეობას. მოვიდნენ და ობიექტურად შეისწავლონ აქაური მდგომარეობა»- განაცხადა ქობალიამ.შიმშილობას აგრძელებს სამი იძულებით გადაადგილებული ქალბატონი, რომლებიც რჩებიან რაიონული საავადმყოფოს ეზოში სპეციალურად გაშლილ კარავში.დევნილები მოინახულეს დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა, რომლებმაც ურჩიეს მოშიმშილეებს შეეწყვიტათ შიმშილობა. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს დალი შონია. ის ამბობს, რომ შიმშილობას მანამ გააგრძელებს, სანამ მისი მოთხოვნები ბოლომდე არ იქნება დაკმაყოფილებული.
ერთ-ერთმა მოშიმშილემ შიმშილობა მამა მალხაზის თხოვნით შეწყვიტა
სიახლეები
სიახლეები
მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...
სიახლეები
ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე
პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...
სიახლეები
„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე
„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...
სიახლეები
რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი
რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
ოდესის საოლქო...