მთავარისიახლეებიპოლიტიკასად განთავსდება საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფნებში და რა ხდება...

სად განთავსდება საბაჟო პუნქტები საქართველო-რუსეთს შორის სატრანსპორტო დერეფნებში და რა ხდება კულუარებში

Published on

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ საქართველო-რუსეთს შორის შვეიცარიის დახმარებით სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედება იგეგმება.
 
პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მარტის დასაწყისში თბილისი უკვე უმასპინძლებს შვეიცარიელ სპეციალისტებს და სწორედ მათთან ერთად მოხდება ტექნიკური დეტალების შეთანხმება. ის, თუ სად უნდა იქნას განთავსებული საბაჟო პუნქტები.
 
ზურაბ აბაშიძემ ისიც აღნიშნა, რომ რუსული მხარე არის დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ამოქმედდეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხება, რომლის შემდეგადაც რუსეთი შევიდა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში.
 
„ბატონმა კარასინმა დაადასტურა, რომ რუსეთის მხარეს მიღებული აქვს პრინციპული გადაწყვეტილება ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე, მაგრამ დაველოდოთ შვეიცარიელ ექსპერტებს, რათა ის დეტალები მათთან ერთად შევათანხმოთ და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ იმპლემენტაციის ეტაპზე. გუშინ მე შემექმნა ისეთი განცდა, რომ რუსეთს მხარე იქით იხრება, რომ შეთანხმება მაინც შედგეს და განხორციელდეს,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...