ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან, გურამიშვილის ქუჩაზე დღეს დილით ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა აღმოაჩინეს. თვითმხილველებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილს წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. "მეზობელმა დამიძახა, ვიღაცას გარდაცვლილი ქალი უპოვია ჩვენს ქუჩაზეო, გავედით და ვნახეთ ეს ქალი, არ ვიცნობთ, არ ვიცით ვინ არის, არც ხმაური გაგვიგია, პოლიციას შევატყობინეთ და მოვიდნენ."- ამბობს დარეჯან თოდუა. ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზა ჩაუტარდება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს
სიახლეები
სიახლეები
როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე
ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...
სიახლეები
“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი
„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...
სიახლეები
პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...
სიახლეები
ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...