.დღეს დილით ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებმა მთავრობის ადმინისტრაციასტან საპრპოტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც იყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრნენ. აქცია ბიზნეს – ცენრტრთან ამ დრომდე მიმდინარეობს. 500 – მდე ადამიანი, რომელთაც საკრებულოს რამდენიმე ოპოზიციონერი წევრი და ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი შეუერთდნენ, მოითხოვს პასუხს კითხვებზე რა მოხდა სინამდვილეში ,,ბავშვთა სამყაროში'', ვინ დგას მათი აზრით ხელოვნურად გაჩენილ ხანძარს მიღმა, რატომ არ უშვებენ მათ ნახანძრალზე დარჩენილი თავიანთი ქონების გამოსატანად , ვინ და როგორ დაეხმარება მათ ამ ზარალის ანაზღაურებაში.
მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დროულად დათვლას, კომპენსაციების მიღებას, სესხების გადავადებას და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ და, რადგან შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მათ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შესთავაზა, ახლა პასუხს ყოფილ პრემიერმინისტრს სთხოვენ.
”ოლიგარქმა უნდა დაიბაროს კაცი, რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს ეძახის და უთხრას, რა უნდა გაკეთდეს ამ ადამიანების დასახმარებლად. როცა არჩევნები იყო, ბიძინა ივანიშვილი ხალხში დადიოდა და ესაუბრებოდა. ყოველდღე ხეების გადარგვით რომ არის დაკავებული, გამოვიდეს და შეგვხვდეს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არ დავუშვებთ, რომ ეს დაზარალებულები მოატყუონ. ამ ხალხს მიეცით მინიმალური საარსებო საშუალება”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა. – იგი აფრთხილებს ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. რომ თუ დაზარალებუები ათ დღეში ვერ მიიღებენ ადექვატურ პასუხს ამ კითხვებზე და ვერ დააინახავენ ამ დღეებში მიცემული დაპირებების კონკრეტულ შედეგებს, აქციას არა 500 არამედ 50 000 ადამიანი გამართავს.
ბიზნეს-ცენტრთან აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს.
პარალელურად ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე რჩება მოვაჭრეთა ნაწილი. ისინი სავაჭრო დახლებზე დარჩენილი საქონლის გამოტანას ითხოვენ და გამოთქვამენ შიშს, რომ გადარჩენილი ნივთები, შესაძლოა, დასუფთავების დროს ნაგავს გააყოლონ.
ამასობაში კი ,,ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიმდინარეობს, რათა უცხო პირებმა ვერ შეძლონ ადგილზე შესვლა და ძვირფასეულობის მოპარვა, შემოღობვის აუცილებლობას ხსნიან იმითაც, რომ ეს შეაჩერებს დაზარალებულის გამუდმებულ მცდელობას შენობაში უნებართვოდ შევიდნენ დაკარგული საქონლის მოსაძებნად და გამოსატანად -ეს კი არ გამორიცხვას ჩამონგრევას ემსხვერპლონ.
ტერიტორიის შემოსაზღვრის შემდეგ დაიწყება იმ ფილების ტერიტორიიდან გატანა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რის შემდეგაც სავარაუდოდ, მოვაჭრეებს, რომლებსაც პროდუქცია დახლებში ჰქონდათ შენახული, ტერიტორიაზე შეუშვებენ.
ჯერჯერობით უცნობია როდის დასრულდება სამუშაოები.
ადგილზე კვლავ რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და პოლიცია, რომელიც პერიმეტრს იცავენ.
.