მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციის მონაწილეებმა თავიანთი პლაკატები ოლიგარქს მის საყვარელ ხეზე დაუკიდეს

აქციის მონაწილეებმა თავიანთი პლაკატები ოლიგარქს მის საყვარელ ხეზე დაუკიდეს

Published on

ოლიგარქის ბიზნეს-ცენტრთან მოწყობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავიანთი პლაკატები ნაძვებზე გააკრეს  – იქნებ ასე მაინც მიიქციონ ყურადღება  ოლიგარქისა, რომელიც ხეებისადმი მეტ  ყურადღებას იჩენს, ვიდრე ადამიანებისადმი, რომელთაც ოქროს მთებს დაპირდა, თუმცა კი  ბოლოს თვად მოაჯდა საყდრისის ოქროს მთას.
 
 ასე დასრულდა  „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მიერ  ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართული აქცია, რომელსაც არაფერი მოჰყოლია არც დღეს და სავარაუდოდ არც არასოდეს  მოყვება. თუმცა აქციის ერთერთი ხელმძღვანელი   შესაშურ მხნეობას  ამჟღავნებს: ”ბიძინა ივანიშვილს არ ეგონოს, რომ ყველაფერი დღევანდელი აქციით დასრულდა”. 
 
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო, ისინი 10 დღეს აძლევენ ხელისუფლებას, შემდგომ ისევ შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმებს დასახავენ. ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თუ დაზარალებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ მოხდება კომპენსაციების გადახდა, ასეთ შემთხვევაში ისინი კარდაკარ ივლიან და ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების მხარდაჭერისკენ საზოგადოებას მოუწოდებენ.
 
„ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები დღე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მათ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია დასრულდა. 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...