მთავარისიახლეებიპოლიტიკავიზალიბერალიზაციის საკითხი შეიძლება დაიბლოკოს? ევროპარლამენტში ქართველების ორგანიზებული დანაშაულის ზრდის საფრთხეზე ალაპარაკდნენ

ვიზალიბერალიზაციის საკითხი შეიძლება დაიბლოკოს? ევროპარლამენტში ქართველების ორგანიზებული დანაშაულის ზრდის საფრთხეზე ალაპარაკდნენ

Published on

ევროპარლამენტში დებატები გაცხარდა – ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის მიზანშეწონილება რამდენიმე წევრმა ეჭვქვეშ დააყენა.   იკვეთება ძირითადი არგუმენტიც  – ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის გაზრდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, რაზეც მიუთითებს ქართველი მიგრანტების  მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა  სიმრავლე ევროპის ქვეყნებში.
 
ევროპარლამენტარი ვიქი მაია მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე ფართო მსჯელობა უნდა შედგეს. ამის მიზეზად ევროპარლამენტში დებატებისას სიტყვის გამოსვლისას მან, ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელა.
 
ევროპარლამენტარმა მაგალითად მოიყვანა გერმანიაში გასულ წელს ორგანიზებული დანაშაულისთვის ქართველების დაკავება და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მსგავს საფრთხეებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
 
„ლიბერალიზაცია შემოთავაზებული ბრიუსელის მიერ გახლავთ დღევანდელი განხილვის საგანი, თუმცა პარალელურად უნდა ვისაუბროთ იმ სერიოზულ კრიზისზე, რომელიც არსებობს  ორგანიზებული  დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშიც.
 
"ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია, ვინაიდან ვიზალიბერილაზაცია კიდევ უფრო გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს.
 
"თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან,  საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა,“-განაცხადა ვიქი მაიამ.
 
ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმაც ისაუბრა.
 
ამ წუთებში ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...