მთავარისიახლეებიმსოფლიო"ქალაქში ბავშვთა მხოლოდ 2/3 დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და მხოლოდ 55% სოფლად"-...

“ქალაქში ბავშვთა მხოლოდ 2/3 დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და მხოლოდ 55% სოფლად”- მარიამ ჯაში

Published on

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით დღეს ქალაქში ბავშვთა მხოლოდ 2/3 დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და მხოლოდ 55% სოფლად, ეს არის პრობლემა. ჯაში  პრეზიდენტის სასახლეში  ფორუმს ”საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოწვევები” დაესწრო და ეს განცხადებაც აქვე გააკეთა.როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ფორუმზე სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, როგორც პროგრესის, ასე დარჩენილი გამოწვევების შესახებ, რომელიც უკავშირდება ბავშვთა უფლებების იმპლემენტაციას. ”აღსანიშნავია, რომ სიღარიბის დაძლევის კუთხით ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს გაწეული და ბოლო 3 წლის განმავლობაში უკიდურესი სიღარიბე 6%-დან 2,8%-მდეა შემცირებული. ასევე შემცირებულია ბავშვთა პროცენტი, რომელიც ღარიბ ოჯახებში, შინამეურნეობებში ცხოვრობენ. პროგრესი გვაქვს სკოლამდელი ასაკის მიმართულებით და ასევე სკოლაში ჩართულობის მიმართულებით. თუმცა, განათლების კომიტეტის სახელით მინდა მოგახსენოთ – ის, რომ დღეს ქალაქში ბავშვთა მხოლოდ 2/3 დადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და მხოლოდ 55% სოფლად, ეს არის პრობლემა. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ქვეყნის მასშტაბით ძალიან სერიოზულად , რათა გავაუმჯობესოთ როგორც ხელმისაწვდომობა, ასევე ხარისხი და ინკლუზია, როგორც საბავშვო ბაღების სისტემის, ასევე სკოლების”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

სიახლეები

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...

ინგირში 24 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა

13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ინგირში მომხარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მიმალვაში მყოფი ელგუჯა ძაძუა...

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო. დაკავებულია...