მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ ისტორიაში პირველად მოჭრეს მონეტა, რომელზეც შავკანიანი ქალია გამოსახული

აშშ ისტორიაში პირველად მოჭრეს მონეტა, რომელზეც შავკანიანი ქალია გამოსახული

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად მოჭრეს მონეტა, რომელზეც შავკანიანი ადამიანია გამოსახული, მაგრამ  კანის ფერზე მეტად დღეს  ყურადღება  მახვილდება იმაზე, რომ  ახალმოჭრილ მონეტაზე შავკანიანი ქალია აღბეჭდილი – უფრო ზუსტად მასზე გამოსახულ თავისუფლების ქანდაკებას შავკანიანი ქალის სახე აქვს.
ადრე მომხდარა, რომ ამერიკის ხაზინას ფულზე ქალი აღუბეჭდავს, მაგრამ ეს ეხებოდა ბანკნოტებს. ასეთი იყო ქაღალდის ფული ჰარიეტ ტუბმანის გამოსახულებით, რომელიც შავკანიანი იყო და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ერთერთი სიმბოლოდ აღიქმება ამერიკაში. მსგავსი რამ მონეტებთან დაკავშირებით არასოდეს მომხდარა – მონეტის მოჭრა ქალის გამოსახულებით ამ დრომდე მიუღებელი იყო.  
მონეტა მოიჭრა სახაზინო ფულისმჭრელი საწარმოს  "იუ-ეს-მინთის" 225 წლისთავთან დაკავშირებით. იგი  100 დოლარიანია,  ჩამოსხმულია ოქროსგან, 24 კარატიანია და 30 გრამს იწონის. 
მონეტა უკვე შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის საგამოფენო დარბაზშია გამოფენილი
 
 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...