მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია ,,ნაციონალური მოძრაობიდან'' წავიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია ,,ნაციონალური მოძრაობიდან” წავიდა

Published on

ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამ ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა. – ეს განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა სოციალურ ქსელში.
 
,,დღეს დავტოვე ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო შინაგანად რთული, მაგრამ მოცემულ რეალობაში ჩემგან გარდაუვალი გადაწყვეტილება.'' – წერს იგი და იქვე განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების ერთერთი მიზეზი არის ის,  რომ  კატეგორიულად არ ეთანხმებოდა და არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის რეჟიმთან სერიოზულად მებრძოლი და კონკურენტული ახალი ოპოზიციის შექმნა და წარმატება გამორიცხულია…
 
იგი წარმატებებს უსურვებს მათ, ვისთანაც ,,2010 წლიდან დღემდე იყო და აკავშირებს  პარტიულზე ბევრად უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობებიც , რასაც , ვერანაირი პარტიული ინტერესები  ვერ მოშლის'' და გამოთქვამს  იმედს , რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ  ბრძოლა საბოლოო, ლოგიკურ შედეგამდე აუცილებლად მივა.
,,სადაც არ უნდა გადავინაცვლოთ, მიზანი ერთია-საქართველოში არაფორმალური და ერთპიროვნული მმართველობის დასრულება…'' – წერს ბათლომე შელია
. 
ამრიგად, ბათლომე შელია იღებს გამოწვევას, რომელიც თავის თავს განუსაზღვრა – დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ პარტიიდან წასულებთან ერთად შეუძლია იტვირთოს ,,ივანიშვილის რეჟიმთან სერიოზულად მებრძოლი კონკურენტული, წარმატებული  ახალი ოპოზიციის შექმნის საქმე''. 
 
მიხეილ სააკაშვილის დისტანცირებისათვის  ბრძოლა ზუგდიდში ბათლომე შელიასა და მის რამდენიმე თანამოაზრეს აშკარად არ გამოუვიდა, ვნახოთ, რა შემართებით იბრძოლებს იგი ივანიშვილთან   ახალი ოპოზიციის რიგებიდან და რას იზამს  მისგან ,,ობლად მიტოვებული''  ნაციონალური მოძრაობა  ზუგდიდში …
 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...