მთავარისიახლეებიმსოფლიოუსაფრთხოების მიზნით თურქეთი ირანთან და სომხეთთან საზღვრებზე ბეტონის კედლის მშენებლობას გეგმავს

უსაფრთხოების მიზნით თურქეთი ირანთან და სომხეთთან საზღვრებზე ბეტონის კედლის მშენებლობას გეგმავს

Published on

  უსაფრთხოების მიზნით თურქეთი ირანთან და სომხეთთან საზღვრებზე ბეტონის კედლის მშენებლობას გეგმავს. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს შორის ხელმოწერილ ოქმებში, რომლებიც გასული წლის მაისში გაფორმდა.ცნობილია, რომ ამ დროისთვის თურქეთ-სირიის საზღვარზე 911 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.თურქული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ როგორც კი სირიის საზღვართან კედლის მშენებლობა დასრულდება, მშენებლობა აღმოსავლეთ საზღვრებზე გადაინაცვლებს. თურქი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ კედლის მშენებლობა სირიიდან თურქეთში არალეგალურ მიგრაციას უკავშირდება
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...