მთავარისიახლეებიკულტურაბუბა კუდავა: დადიანის ქალის საფლავის ქვა ამ შობა დღეს მაინც სხვაგვარად...

ბუბა კუდავა: დადიანის ქალის საფლავის ქვა ამ შობა დღეს მაინც სხვაგვარად მელამაზა

Published on

ისტორიკოს ბუბა კუდავას ამაღელვებელი და მრავალმხრივ საგულისხმო პოსტი  სოციალურ ქსელში მარიამ დედოფლის საფლავის ქვაზე:  
 
,, შობა დღეს საფლავის ქვა თითქოს რა მოსატანია, მაგრამ ეს ფოტო სწორედ ახლა მინდა გაგიზიაროთ.
არა იმ ფილოსოფიისა გამო, რომ შობას უცილობლად გარდაცვალება მოყვება და გარდაცვალებას კვლავ შობა და ასე უსასრულოდ.
არა.
უბრალოდ, წუხელ შობას სვეტიცხოველში შევხვდი და ამ საფლავის ქვას ალბათ ცხოვრებაში მეათასედ დავხედე.
დავხედე და ამჯერად რატომღაც აღარ ჩავუარე.
ჩავიკითხე და საფლავი მარიამ დედოფლისა აღმოჩნდა. გოროზი ლევან დადიანის დისა, გამუსლიმებული ქართველი მეფეების – როსტომისა და ვახტანგ-შაჰნავაზის ქრისტიანი მეუღლისა, დიდად ავტორიტეტული და გავლენიანი დედოფლისა, ცნობილი სახელმწიფო მოღვაწისა და დიპლომატისა, კულტურის დიდი მოამაგისა, „ქართლის ცხოვრების“ მეცენატისა და სვეტიცხოვლის განმაახლებლისა.
„ასული დადიანისა, დე(დო)ფალი საქართველო(ი)სა მარიამ დავემკვიდრე მცირესა ამას ს(ა)ფლავსა. მხილველნი შენდობას გვიბრძანებდეთ. ქ~სა ჩქპ [=1680 წ.]“
მუსლიმი მეუღლეები ირანში, ყუმში დაკრძალეს. თავად აქ განისვენებს.
სვეტიცხოველშივეა ჩინ-მენდლოსანთა მთელი გვარდია, „წარმოსადეგი“ საფლავის ქვებითა და ორენოვანი ეპიტაფიებით, ხანდახან ქართული „სქოლიოში“ რომ აქვთ ჩატანილი, ისეთებით…
ძლიერი დედოფლის ბობობქარი ცხოვრება, კასტელთან დაცული ამაყი ქალის პორტრეტი, სვეტიცხოვლის ფრესკაზე გამოსახული მდიდრულმოსასხამიანი და გვირგვინოსანი დადიანის ქალი ჩემ თვალში თითქოს სხვაგვარ განსასვენებელს ითხოვდა…
მარიამის საფლავის ქვა ამ შობა დღეს მაინც სხვაგვარად მელამაზა. მერე რა, რომ სვეტიცხოვლის განმაახლებელს სულ რაღაც მტკაველნახევრიანი ლოდი აწევს…
არ მეგონა ასეთი თავმდაბალი…
შენდობა იყოს შენი დედოფალო, რომელი განისვენებ ამა მცირე საფლავსა შინა…''

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...