მთავარისიახლეებისაზოგადოებატრადიციული საშობაო, საზეიმო, მსვლელობა - “ალილო“ ხვალ 12:00 საათზე დადიანების...

ტრადიციული საშობაო, საზეიმო, მსვლელობა – “ალილო“ ხვალ 12:00 საათზე დადიანების ეზოდან დაიწყება.

Published on

ტრადიციული საშობაო, საზეიმო, მსვლელობა –  “ალილო“  ხვალ 12:0 საათზე დადიანების ეზოდან დაიწყება.  ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში "ოდიშინიუსს" განუცხადეს, რომ  ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაწყებული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაგრძელდება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდება.   მსვლელობაში მონაწილეობას მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება მიიღებს. ალილოს  მსვლელობისას   მონაწილეებს  და  მოსახლეობას შეუძლია შესწიროს ძღვენი, რომელიც შემდეგ  სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო უკვე 16 წელია  ქრისტეშობას – 7 იანვარს ეწყობა.  დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია კათოლიკოს–პატრიარქის ილია II კურთხევით 2001 წელს აღდგა. საშობაო მსვლელობის დასრულების შემდეგ მშენებარე ტაძარში საზეიმო წირვა აღესრულება

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...