სერგო რატიანმა და მისმა თანამოაზრეებმა დღეს მორიგი განცხადება გაავრცელეს

0
378
 სერგო რატიანმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ -ს სახელით მორიგი განცხადება გაავრცელა  პარტიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. განცხადებას ხელს აწერენ ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, ლაშა დამენია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიგი წერეთელი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც თავს პარტიის ლიდერად მოიაზრებს. 
განცხადებაში ნათქვამია, რომ  ყრილობა არ უნდა ჩატარდეს  პარტიის წესდების და პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით, ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში და განმარტებულია   ყრილობის ჩატარების მოწვევის წესი. 
„ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი „საორგანიზაციო კომისია„ და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით, შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება,“- ნათქვამია აღნიშნულ პირთა  განცხადებაში.
მათივე  თქმით, ამ დროისთვის რაიონებში დელეგატთა შერჩევა პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით მიმდინარეობს და აუცილებელიარომ ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეულ უნდა იქნას რაიონული კონფერენციები.
 
 
 
 
წინა სტატიადააშრე ჭაობი – ამ სახელწოდებით პოლიტიკური პარტია გირჩი კამპანიას იწყებს
შემდეგი სტატიანიკა მელია: დასანანია, რომ ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ჯგუფი ცდილობს მოახდინოს ყრილობის საბოტაჟი (Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური