მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: დასანანია, რომ ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ჯგუფი ცდილობს მოახდინოს ყრილობის...

ნიკა მელია: დასანანია, რომ ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე ჯგუფი ცდილობს მოახდინოს ყრილობის საბოტაჟი (Video)

Published on

 

 

 

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ნიკა მელიას ბრიფინგი, რომელიც პარტიაში განვითარებულ პროცესებს მიეძღვნა. 
 
,,დასანანია, რომ  პარტიის მმართველობაში გამოყოფილი  ვიწრო მერკანტილური ინტერესების მქონე მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების  აბსოლუტურ უმრავლესობის ნებას და ცდილობს მოახდინოს პარტიის მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი.  ეს ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი პოზიციები, თავისი ინტერესები პარტიაში და ამისათვის დაუპირისპირდა 10 ათასობით პარტიის წევრს და ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელიც იქცა ივანიშვილის მხრიდან შანტაჟის და დაშინების ობიექტებად, მაგრამ  თავდაუზოგავად ებრძვის მის რეჟიმს და, მიუხედავად არნახული  ზეწოლისა, საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.'' – განაცხადა ნიკა მელიამ – დასანანია, რომ ეს ჯგუფი ცდილობს ისე წარმოადგინოს საქმე , თითქოს  პარტიის ყრილობა არ არის ლეგიტიმური. ეს ჯგუფი რეალურად აცდენილია იმ განწყობას, რომელიც არის უმრავლესობაში. ნაციონალური მოძრაობა ეკუთვნის ხალხს და  სწორედ  ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს პარტიის შემდგომი განვითარებისა და მოქმედების კურსი.''
 
ნიკა მელია აცხადებს, რომ ყრილობა ჩატარდება, მიმდინარეობს მისი მომზადება ყველა წესის დაცვით, ამ დროისათვის უკვე ცნობილია 5 ათასი დელეგატი, და დანარჩენებიც სულ მალე გახდება ცნობილი. ამით ნაციონალური მოძრაობაში გაგრძელდება დემოკრატიული განვითარების პროცესი და მის შეფერხებას ვერავინ შეძლებს 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...