მთავარისიახლეებიმსოფლიოდააშრე ჭაობი - ამ სახელწოდებით პოლიტიკური პარტია გირჩი კამპანიას იწყებს

დააშრე ჭაობი – ამ სახელწოდებით პოლიტიკური პარტია გირჩი კამპანიას იწყებს

Published on

   დააშრე ჭაობი – ამ სახელწოდებით პოლიტიკური პარტია გირჩი კამპანიას იწყებს. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ლარის გაუფასურების გამო ხელისუფლებას უნდა გაეტარებინა აუცილებელი რეფორმები და ბიუროკრატიული ხარჯები შეემცირებინა.გირჩმა კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებთან ერთად აირჩია სხვადასხვა ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სახელმწიფო სტრუქტურა და მიმართა ხელისუფლებას გადაიღოს სტრუქტურის თანამშრომლის ერთი სამუშაო დღე, რომ საზოგადოებამ ნახოს რაში იხდიან გადასახადებს.უწყებების სიაში მოხვდნენ: სოლიდარობის ფონდი, მერია, მთაწმინდის გამგეობა, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი.მეწარმეობის განვითარების სააგენტო, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადიგენის, ასპინძის და ახალქალაქის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.„ამ კამპანიის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს დავანახოთ რაში იხდიან გადასახადებს, რატომ უწევთ მათ გაზრდილი გადასახადების გადახდა,“-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...