ახალი წლის ღამე ზუგდიდში ტრადიციული გალა – კონცერტის გარეშე

0
462
ქალაქ ზუგდიდში 2017 წელს პირველად, ტრადიციული გალა – კონცერტის გარეშე შეხვდნენ.  მერიის განმარტებით კონცეტისათვის განკუთვნილი თანხა სოციალურად დაუცველი ოჯახების საჩუქრებზე გადანაწილდა.
საახალწლო კონცერტი არც ოზურგეთში და  ფოთში ყოფილა.
 ვარდების მოედანზე შეკრებილი თბილისელები ახალ წელს გრანდიოხული  გალა-კონცერტითა და ფეიერვერკებით შეხვდნენ,  საკონცერტო პროგრამა 11 საათზე დაიწყო და გამთენიამდე გაგრძელდა.საახალწლო სოფელი დედაენის ბაღში იყო გაშლილი. 
თბილისის გარდა ახალი წელი საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნეს რეგიონებშიც. ზუსტად 12 საათზე ევროპის მოედანზე საზეიმო ფეერვერკი ბათუმური ახალი წლის კულმინაცია იყო. რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა ქუთაისში საახალწო ფოიერვერკი. ცენტრალურ მოედანზე კი საახალწლო კონცერტი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალი წელი საქართველოში – ფოიერვერკები და კონცერტები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში
ახალ წელს ფეიერვერკითა და   საახალწლო კონცერტი შეხვდნენ გორშიც.
2017 წლის დადგომა აღნიშნეს თელავშიც, საახალწლო განწყობაზე ადგილობრივი მომღერლები ზრუნავდნენ. 
ახალციხეში კი კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ქორეოგრაფებმა და შემსრულებლებმა მიიღეს . ქალაქის მორთულობა ახალციხის ბიუჯეტს 40 ათას ლარამდე დაუჯდა.
წინა სტატიამსოფლიომ 2017 წლის დადგომა იზეიმა
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან დევნილ მოსახლეობასთან შეხვდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური