2017 წლის დადგომა საქართველოს მოსახლეობას პრემიერმა, პრეზიდენტმა და პატრიარქმა მიულოცეს

0
412
ახალი წლის დადგომა მოსახლეობას ტრადიციული სატელევიზიო მიმართვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.
ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ – ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ახალი წელი. ჩვენი ძალა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში და მოქმედებაშია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთი ძლიერი ოჯახი. მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთზე უკეთესად მართლაც ვერავინ გაგვიგებს! ერთად უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა მაინც ვერავინ გააკეთებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ერთად გაკეთებული კარგი საქმით და მიღწეული შედეგებით. მე გპირდებით, რომ 2017 წელი, მართლაც, იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი.
 
.მიზნების მიღწევა და პრობლემების დაძლევა უსურვა მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილმა და ახალი წლის დადგომა პირველ ლედისთან ერთად  პრეზიდენტის სასახლიდან ქველმოქმედ ადამიანებთან ერთად მიულოცა. 
2017 წელს ჩვენ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანებისკენ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობა.
დღეს მე მინდა გითხრათ, რომ ის ძალა, რომელიც ამ პრობლემებს დაგვაძლევინებს, ყველაზე მეტად ჩვენში, ქართულ საზოგადოებაშია; ჩვენს უნარში გვიყვარდეს ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, ერთმანეთის პრობლემები გავიზიაროთ, ჩვენი ქველმოქმედებითა და სიკეთით დავძლიოთ ყველა გამოწვევა.- განაცხადა მან
 

2017 წელს მშვიდობა და ბედნიერება უსურვა მოსახლეობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც.
 ვაკეთოთ სიკეთე და სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ, -განაცხადა  მან  საახალწლო მილოცვისას  – .„ჩვენო სულიერო შვილებო, ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერებას. გვიფიქრია იმაზე, რა არის ბედნიერება? პასუხს გვაძლევს თვით უფალი 10 მცნებაში – პატივი ეც მამასა შენსა და დედას შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. ვაკეთოთ სიკეთე, დავინახოთ გაჭირვებული ადამიანი და დავეხმაროთ მას.  გლოცავთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო.  – ბრძანა პატრიარქმა.
წინა სტატიაგილოცავთ ახალ წელს!
შემდეგი სტატიამსოფლიომ 2017 წლის დადგომა იზეიმა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური