,,ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის! ” – მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს ახალ წელს ულოცავს (Video)

0
483
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს წინასაახალწლო მიმართვას მრავალეთნიკური ქართველი ერისადმი. 
 
,,ჩემო ძვირფასებო!
მოგესალმებით კიევიდან.
მინდა თითოეულ ქართულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება დამდეგ ახალ წელს.
 
თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის წლებში, ჩემი მომართვის დროს ვსაუბრობდით დიდ განვითარებაზე, დიდ პროგრესზე, დიდ წინსვლაზე, იმ გიგანტურ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამდა იმ წლებში.
მაშინდელი ჩვენი განვითარება იყო მისაბაძი (და ზოგისთვის შურის საგანიც კი) არამარტო პოსტსაბჭოთა სივრცეზე, არამედ ბევრისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
შემდეგ ეს ყველაფერი ერთბაშად შეჩერდა და ბევრი რამ უკანაც წავიდა. და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ოჯახს ძალიან უჭირს.
მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ეკარგება მომავლის პერსპექტივა და იმედი.
 
მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩემი საკუთარი დევნილობისა, როგორც არასდროს,  მჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის და ნათელი პერსპექტივის იმიტომ რომ, ჩვენ იმ წლებში ვნახეთ, რომ ქართველებს შეძლებიათ აღმშენებლობა, რომ ქართველებს შეუძლიათ განსაკუთრებული რაღაცეების შექმნა, რომ ქართველებს შეუძლიათ მუხლჩაუხრელად შრომა  და ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის.
ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ და ამას ვეღარავინ ვღარაფრით დაგვავიწყებს.
ჩვენ ვერ მოგვახვევენ თავზე უიმედობას. რაც არ უნდა იყოს, რა შემოტევაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა მუშაობდეს პროპაგანდა, რა ღალატსაც უნდა ჰქონდეს ადგილი. მაინც უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში არის ძალიან პატრიოტი, ერთგული, მაგარი ხალხი.
 
მე მინდა მოგმართოთ თქვენ: ყველაფერი გამოგვივა თუ ვირწმუნეთ ჩვენი ძალების. 
მე მინდა თითოეულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება და წინსვლა დამდეგ ახალ წელს, მე მინდა გისურვოთ კარგი განწყობა, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2017 წელი ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის, მრავალეთნიკური ქართველი ერისთვის და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის.
აბა თქვენ იცით.
ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის! ''
 
წინა სტატიაობამას ადმინისტრაციის მიერ გაძევებული რუსი დიპლომატები შეერთებულ შტატებს ტოვებენ
შემდეგი სტატია23 წლის წინ, ამ დროისთვის შევარდნაძეს უპატაკეს…
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური