მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ სენატორების დელეგაცია უკრაინის ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

აშშ სენატორების დელეგაცია უკრაინის ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია კიევში იმყოფება. 
 
დღეს  დილით  სენატორების დელეგაცია უკრაინის ოპოზიციის ლიდერს  მიხეილ სააკაშვილს და მის თანამოაზრეებს შეხვდა.
 ,,ჩვენ და ახალი ძალების მოძრაობის სხვა ლიდერებმა წლის ბოლო დღე დავიწყეთ ერთობლივი საუზმით სენატორების დელეგაციასთან, უკრაინის მეგობრებთან და აშშ ელჩთან ერთად.
 როგორც ჩემმა ძველმა მეგობარმა სენატორმა მაკკეინმა სუფრაზე იულია მარუშევსკაიას ხუმრობით უთხრა,  ჩემთან მისი მეგობრობა იმაზე დიდი ხნისაა, ვიდრე მისი (მარუშევსკაიას) ასაკი.
მე ჩემს ამერიკელ მეგობრებს წარვუდგინე ახალი თაობის უკრაინელი პოლიტიკოსები. ახლა უკრაინას და რეგიონს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. 
საუზმის შემდეგ სენატორების დელეგაცია გადაფრინდა მარიუპოლში,  სამხედრო თავდაცვის ამერიკული სისტემის პრეზენტაციაზე.
ამ საკითხს  შარშან სხვებთან ერთად მეც ვლობირებდი კონგრესში ‘’ – წერს სათაურით ,,ჩვენი ხალხი ვაშინგტონში'' მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე 
 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...