,,ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია” – პრემიერმა 2016 წლის შედეგები შეაჯამა

0
527
დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.
 
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის არჩეულია აბსოლუტურად სწორი გზა.
 
„რა თქმა უნდა, ამ მიღწევების ჩამოთვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანას რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს აბსოლუტურად სწორი გზა. ჩვენს მოქალაქეებს დღეს არ აქვთ დალხინებული ცხოვრება და ჩვენ აბსოლუტურად ვითავისებთ ამ მდგომარეობას, მაგრამ ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის აბსოლუტურად მატერიალური, რომელიც პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა
 
სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება, 
 
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მოყოლებული იყო კონკრეტული გამოწვევები და ვინაიდან ქვეყანა იყო განვითარების სწორ გზაზე დასაყენებელი, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანზე ზრუნვა.
„მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა იყო განვითარების სწორ გზაზე დასაყენებელი, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, დავიწყეთ ადამიანზე ზრუნვა. 2016 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ქვეყანა , ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები უნდა მიიყვანოს კეთილდღეობამდე.
 
ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი – მართლაც და ერთადერთი სწორი გზა სწრაფი განვითარების მისაღწევად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, მისი ოპტიმიზმის საფუძველია   4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული გეგმა. 
 
„შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შედეგად ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა წარმოებას და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, 
უმაღლეს განათლების სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული იმისთვის, რომ მინიმუმადე შემცირდეს იმ უმუშევარ პირთა რიცხვი, რომელთაც უმაღლესი აქვთ დამთავრებული. 
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო იქცეს თანამედროვე, ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში. 
„2016 წელი იყო ასევე გარდამტეხი ზოგადად ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები. ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება
,დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ხალხს მთელი საქართველოს მასშტაბით მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს მაღალტექნოლოგიური ხელმისაწვდომი ინტერნეტით. 
„შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რაც მოგვცემს საშუალებას ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ქვეყანაში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი“, -განმარტა პრემიერ-მინისტრმა. .

წინა სტატიანიკა გვარამია: ქართული სახელმწიფო და სასამართლო სისტემა ფინანსურად კლავს რუსთავი 2 – ს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა საბედნიეროდ უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური