მთავარისიახლეებიეკონომიკასემეკ-ის თავმჯდომარე არ გამორიცხავს დენზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას

სემეკ-ის თავმჯდომარე არ გამორიცხავს დენზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას

Published on

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ენერგეტიკის მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 
 
როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, მომდევნო კვირებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება. 
 
”ყველა მომდევნო დღე ამ კვირაში და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა, იმიტომ რომ ჩვენ, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფებზე ვიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტორსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა გვაქვს ”სახელმწიფო ელექტროსისტემის” ნაწილში, ასევე ზრდა არის ”ენერგოტრანსის” ნაწილში. გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფების ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც ”სახელმწიფო ელექტროსისტემას” აქვს. ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რაიმე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება”, – განაცხადა ირინა მილორავამ.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...