მთავარისიახლეებიეკონომიკაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა - თურმე ამაში ...

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7831 ლარი გახდა – თურმე ამაში დამნაშავეა ყველა და ყველაფერი ხელისუფლების გარდა.

Published on

 ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.7831 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7412 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.8902 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8615 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0287 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
 
 მთავრობა ამისათვის პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. – თურმე ამაში დამნაშავე ა ყველა და ყველაფერი ხელისუფლების გარდა.
,,ის, რაც ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, სწორედ საგარეო ფაქტორების დამსახურებაა, -განუცხადა დღესჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.  „არის კონკრეტული საგარეო ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. ეს არის არსებული კონტექსტი, რეგიონული კონტექსტი… ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის დევალვაცია პირდაპირ განაპირობებს ჩვენი ვალუტის კურსის დევალვაციას. ეს არის ყველაზე სამწუხარო მოვლენა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილური კურსი. ამას ემსახურება სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმა და ყველა ის სამთავრობო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

 

სიახლეები

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...