მთავარისიახლეებიექსკლუზივი,,სამეგრელომ დაიქუხა! '', ,,სრული მხარდაჭერა მიშას!!!'' - ზუგდიდში სამეგრელოს ნაციონალური...

,,სამეგრელომ დაიქუხა! ”, ,,სრული მხარდაჭერა მიშას!!!” – ზუგდიდში სამეგრელოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ორგანიზაციების შეკრება მიმდინარეობს

Published on

.ამ წუთებში ზუგდიდში , სოფელ ინგირში  სამეგრელოს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ორგანიზაციების შეკრება მიმდინარეობს. შეკრებას სამასამდე დელეგატი ესწრება. შეკრებილები განიხილავენ ენმ – ში მიმდინარე პროცესებს და 20  იანვარს დაანონსებულ პარტიულ ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
 
მათ უკვე  მიმართა  სკაიპით საქართველოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.  პარტია ეკუთვნის ხალხს, რომლის მხრებზეც არაერთმა ბრძოლამ გადაიარა და სწორედ ხალხი გადაწყვეტს ენმ-ს ლიდერის ბედს. – განაცხადა მან.
 
,,სამეგრელომ დაიქუხა! '', ,,მიშა იყო და იქნება პარტიის ლიდერი!'',    ,,სრული მხარდაჭერა მიშას!!!'' –  ამ სიტყვებით გადმოსცემენ შეკრებილთა უდიდესი უმრავლესობის განწყობას  სატელეფონო საუბარში ადამიანები, რომელთაც ,,ოდიში ნიუსი'' დაუკავშირდა.
 
რეპორტაჟს, რომელსაც ადგილზე მყოფი ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის'' ჟურნალისტები ამზადებენ , უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ. 
 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...