არსებობს თუ არა ტრამპთაუერის პროექტის გადარჩენის შანსი?

0
418
,,ჩვენ რომ დაგვცლოდა, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას უკვე იდგებოდა "ტრამპ თაუერი".
ამ პროექტის შეჩერება მთლიანად ტლუ რუსი ოლიგარქის გადაწყვეტილებაა ,რომელმაც მე და ტრამპს სულ მატყუარები და აფერისტები გვეძახა''. – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობას იმის შესახებ, რომ ტრამპის ორგანიზაციამ გააუქმა სასტუმროების ლიცენზიების გარიგება აზერბაიჯანში და საქართველოში.
ტრამპის ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებსთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე თავის ფეისბუქგვერდზე წერს:   ,,ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის იმის გაგება, რომ ბათუმში ტრამპ თაუერის მშენებლობა ფერხდება. თავის დროზე, აჭარის მთავრობა ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავდა, იმისთვის რომ მსგავსი მაშტაბის მქონე ინვესტორი დაინტერესებულიყო, სწორედ ასეთ ვითარებაში შევძელით შეგვექმნა ბათუმის სასწაული. ძალიან სამწუხაროა, რომ აჭარის დღევანდელმა მთავრობამ ხელიდან გაუშვა ასეთი შესაძლებლობა და ვერ გამონახა საერთო ენა ტრამპის ორგანიზაციასთან და ჩვენ ყველამ ერთად დაკარგეთ ეს პროექტი. მომხრე ვარ გადაიხედოს და აღდგეს მოლაპარაკებები პროექტის შემდგომი განხორციელების მიზნით.''
 
ამასთან ლევან ვარშალომიძე აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას ტრამპის ორგანიზაციაში ამ პროექტების მიმართ დღეს არსებულ დამოკიდებულებაზე, რომელზედაც საუბარია  აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოს  ABCNEWS – ის სტატიაში ,,ტრამპი გაუქმების გადაწყეტილებას იღებს აზერბაიჯანში, საქართველოში.''
 
,,ტრამპის ორგანიზაციამ გააუქმა სასტუმროების ლიცენზიების გარიგება აზერბაიჯანში და საქართველოში – ნათქვამია პუბლიკაციაში – რადგან ორივე პროექტი დაკავშირებული იყო ან ასოცირდებოდა ადამიანების პოლიტიკაში ჩართულობასთან, ურთიერთ თანამშრომლობასთან, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობასთან.  ABC-ის ცნობითვე, არჩეული პრეზიდენტი ინტერესთა კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით, გარკვეულ ბიზნეს საქმიანობას წყვეტს. 
დონალდ ტრამპის კომპანიის შემდეგი ნაბიჯები იქნება ლიცენზიის გაუქმება სასტუმროსთვის ბრაზილიაში. Trump Organization-მა უკვე დახურა ოთხი ოფისი დელავერის შტატში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოფისებს საუდის არაბეთთან ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობები.
დეკემბრის დასაწყისში, ტრამპის ადვოკატმა ალან გარტენმა პარასკევს განაცხადა , რომ პროექტების განვითარება აზერბაიჯანში, საქართველოსა და ბრაზილიაში ვერ ხერხდება ლიცენზიების გარიგების თვალსაზრისით. Trump Organization-ის დეველოპერებმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და ბრაზილიაში ლიცენზიის პირობები ვერ შეასრულეს. შესაბამისად, გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის  შესახებ მან  უწოდა  " ნორმალური მომსახურება" და არა იმ სტრატეგიის ნაწილი,რომელიც შეამცირებს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტს.
მან ასევე განაცხადა, რომ ტრამპის ორგანიზაციას არა აქვს დაგეგმილი  საზღვარგარეთ არსებული  სხვა კომპანიებისა და პროექტების   გაუქმება
 
შეგახსენებთ, ბათუმში რეგიონში პირველი ტრამპ თაუერის პროექტის პრეზენტაცია 2012 წლის 22 აპრილს  შედგა. პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მილიარდერი დონალდ ტრამპი დაესწრნენ. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, 47-სართულიანი ტრამპ თაუერის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო და 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.
 
 
 
 
 
 
 

 
წინა სტატიაზონდერი გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია
შემდეგი სტატიამცდარი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი კანონის შემოღება იგეგმება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური