მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ ინფექციებზე...

გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ ინფექციებზე მოახდენს დროულ რეაგირებას

Published on

  გახშირებულ ვირუსულ მიმართვიანობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი დახმარების ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა. 
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით 4 საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში ვირუსულ ინფექციებზე მოახდენს დროულ რეაგირებას. მისივე თქმით, პირველადი დახმარებით სარგებლობა უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
  ”დღეისთვის 500-ზე მეტი რეაგირების გარეშე დარჩენილი ზარია დაფიქსირებული, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ინტენსიურად რეკავს. ამიტომ ჩვენ ავამუშავეთ იგივე პროტოკოლი, რაც იანვარ-თებერვალში გვქონდა. პროტოკოლი გულისხმობს, რომ დაზარალებულთა დახარისხება მოხდება 112-ში იმ ზარებზეც, რომელზეც უნდა მოხდეს დროული რეაგირება, შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა იქნება, რომ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები გავიდნენ ამ ტრიაჟის პროტოკოლიდან გამომდინარე ყველაზე ურგენტულ შემთხვევებში. დანარჩენი ზარები გადანაწილდება იმ საოჯახო ცენტრებში, რომლებიც დაიწყებენ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა ნინო ბერძულმა.ვირუსულ ინფექციებზე მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება საოჯახო მედიცინის ცენტრი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ხოლო გლდანი-ნაძალადევის, ისან-სამგორისა და საბურთალოს რაიონებში – „მედკაპიტალი“.
 

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...