მთავარისიახლეებიკულტურარიყის ე.წ დოქები 2016 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო კულტურულ ნაგებობას შორის პირველ...

რიყის ე.წ დოქები 2016 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო კულტურულ ნაგებობას შორის პირველ ადგილზე დასახელდა

Published on

თბილისში, კერძოდ კი რიყეზე განთავსებული მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო ცენტრის შენობა 2016 წლის მსოფლიოს ტოპ 10 საუკეთესო ნაგებობას შორის  მოხვდა -ინფორმაცია ვებგვერდ designboom.com-ზე ვრცელდება. – იგი საუკეთესო ათეულში პირველ ნომრად დასახელდა.
 
 „ნაგებობა იტალიელი არქიტექტურის სტუდიო ფუკსას მიერაა დაკომპლექტებული. ეს მილაკოვანი სტრუქტურა თბილისის რიყის პარკის მუსიკალურ თეატრსა და საგამოფენო დარბაზს ეკუთვნის. გამოირჩევა ქალაქის, განსაკუთრებით მდინარის ხედებით. მის შიგნით მუსიკალური თეატრი და საგამოფენო დარბაზია განთავსებული“,-წერს ვებგვერდი.
 
ათეულში ასევე მოხვდა ჰამბურგის საკონცერტო დარბაზი, საუდის არაბეთის მსოფლიო კულტურული ცენტრი, vitra-ს საუნივერსიტეტო კომპლექსი, ჩინეთში მდებარე ნანძინის საერთაშორისო ახალგაზრდული კულტურის ცენტრი, მაიამის სანაპიროზე მდებარე კულტურული ცენტრი – faena forum, სამხრეთ ჩინეთში მდებარე ხელოვნებისა და არქიტექტურის ცენტრი – MOCAPE, სასტუმრო და რომის კონვენციის ცენტრი – Cloud, საბერძნეთის საზოგადოებრივი პარკი და ტაივანის ხელოვნების ცენტრი.
 
ეს ის ,,დოქებია'', რომელიც  საქართველოში მშვიდობის ხიდთან ერთად მავანთ აითვალისწუნეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ  მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან არის დაკავშირებული. 
 

სიახლეები

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...

უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური...