მთავარისიახლეებიპოლიტიკა„კანონი ოკუპაციის შესახებ“ - საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება

„კანონი ოკუპაციის შესახებ“ – საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება

Published on

  „კანონი ოკუპაციის შესახე“ – საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას მომავალი კვირიდან დაუბრუნდება. დაგეგმილია გარკვეული ცვლილებები კანონში, რაც იმას გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის უკანონო კვეთისას, თუ ეს პირველი შემთხვევა იქნება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად, ჯარიმა დაწესდება.საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს. კანონში ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ნაციონალური მოძრაობა“:
   „მაშინ, როდესაც რუსეთი აგრესიულ ნაბიჯებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ანექსიისკენ კიდევ უფრო ააქტიურებს, ამ დროს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, როდესაც პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შეღწევის თვალსაზრისით ამსუბუქებს და, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ შედის სახელმწიფოებრივ ინტერესებში,“ -აცხადებს ირაკლი აბესაძე.
 

სიახლეები

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის...